ჩვენ შესახებ

გერმანული სახლი უკვე 22 წელია საქმიანობს კავკასიის ბაზარზე. 

ჩვენ ვართ გერმანული და ფრანგული ბრენდების AlsaFlooring (ლამინირებული იატაკის ერთადერთი, უმსხვილესი მწარმოებელი საფრანგეთში)

Krono-Original, Kronotex (ლამინირებული იატაკის უმსხვილესი მწარმოებლები ევროპაში),

Cordes (ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა),

Oli-Lacke (ხის დასაფარი ლაქები), Conmetall (სანტექნიკა), Sanitop (სანტექნიკა), Nord Ceram (მეტლახი) და

Grohn (კაფელი) პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ამავდროულად, გვაქვს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა სამშენებლო-სარემონტო მასალების მწარმოებელ 20-მდე გერმანულ კომპანიასთან.

დიდი კონკურენციის მიუხედავად გერმანულმა სახლმა შეძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი კავკასიის ბაზარზე. დღეს ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ გერმანული სახლის საწყობ-მაღაზიებში იყიდება მხოლოდ ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ჩვენ პირადად შემოგვაქვს სამშენებლო-სარემონტო მასალები და შესაბამისად, ჩვენს საწყობ-მაღაზიებში არის საბითუმო ფასები, ამასთანავე პასუხისმგებელნი ვართ მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე. 

 

ჩვენს საწყობ-მაღაზიებში შეგიძლიათ იხილოთ: მუხისა და კოპიტის მასიური პარკეტი; ორშრიანი საინჟირო პარკეტი, უამრავი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა გერმანული ლამინირებული იატაკი და მის დასაგებად აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარი;  იატაკის და ხის დასაფარი გერმანული, ეკოლოგიურად სუფთა ლაქები და სხვა მასალები; კედლის პანელი, 200-მდე სახეობის გერმანული სანტექნიკა.

2013 წლის თებერვლიდან გერმანულ სახლს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. ჰამბურგი), რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოვიძიოთ და უმოკლეს ვადებში მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია გერმანიიდან

ჩვენი მთავარი პროდუქტი გერმანული ლამინატი, ლამინირებული იატაკია

  • მაღაზია/შოუ რუმი

    კოსმონავტების 101, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო, სამთო ქიმიის უკან, დიღმის ხიდებამდე- მარჯვნივ

  • საწყობი/მაღაზია

     წერეთლის 140 (ყოფილი მაუდის ქარხნის ეზო), მარცხნივ- პირველი (ფრანგული და გერმანული ლამინატის საწყობი), # 25/1

  • სანტექნიკა

     ადამ მიცკევიჩი # 25ბ